Archevêché des églises orthodoxes de tradition russe en Europe occidentale

Patriarcat de Moscou

მთავარეპისკოპოსის კანცელარიის 2020 წლის 22 ივნისის კომუნიკე

მთავარეპისკოპოსის კანცელარიის 2020 წლის 22 ივნისის კომუნიკე, იმ ცრუ ინფორმაციის შესახებ, თითქოსდა პარიზში იქმნება ქართულენოვანი სამრევლო მოსკოვის საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის რუსული ტრადიციების მართლმადიდებელ ეკლესიათა სამთავარეპისკოპოსოს შემადგენლობაში.

მღვდელმონაზონ იეროთეოზის (დავით მარგველაშვილი) მიერ საკუთარ სოციალურ ქსელში გაკეთებულმა განცხადებამ, თითქოსდა მაღალყოვლადუსამღვდელოეს დუბნელი მიტროპოლიტ იოანეს ლოცვა-კურთხევით პარიზში იქმნებოდა ჩვენს სამთავარეპისკოპოსოს შემადგენლობაში ქართულენოვანი სამრევლო, გამოიწვია ბევრი გაუგებრობა ჩვენს ეკლესიებს შორის. ჩვენ ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ვუარყოფთ მოცემული განცხადების სიმართლეს.

ამასთან ერთად ვარწმუნებთ ჩვენს ქართველ ძმებს, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) 2020 წლის 16 ივნისის წერილში გამოხატავენ საკუთარ შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არასოდეს არ გვქონია განზრახვა შეგვექმნა რაიმე მსგავსი გაერთიანება, რადგან ჩვენ ვიცით, რომ პარიზში ფუნქციონირებს ქართული ტრადიციების სამრევლო, რომლის წინამძღვარია მისი მაღალღირსება არქიმანდრიტი ანტონი კანდელაკი.

ძალზედ ვწუხვართ მომხდარი პროვოცირებული გაუგებრობის გამო, რომელიც ხსენებულმა პუბლიკაციამ გამოიწვია და ვითხოვთ ამის გამო შენდობას.

ამასთან ერთად, მღვდელმონაზონ იეროთეოზს (დავით მარგველაშვილი) ეკრძალება ღვთისმსახურება და მისი საქმე სამთავარეპისკოპოსოს საეკლესიო სასამართლოში გადაეცემა.

პარიზი, 22 ივნისი, 2020 წ.